გურჯაანში ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექცია შუახნის ქალს დაუდასტურდა, რომელიც  გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში მაღალი ტემპერატურით მოათავსეს.

ინფიცირებულის კონტაქტების კვლევას ეპიდემიოლოგები უახლოეს ხანში დაიწყებენ.

რაც შეეხება თბილისიდან კახეთში ჩამოსული ექიმის 19 კონტაქტს, მათ ვირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ, თუმცა თვითიოლაციაში რჩებიან.

ცნობისთვის, 8 სექტემბერს, თბილისიდან კახეთში ჩასულ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულმა თელავის "ევექსს" ვირუსის სიმპტომებით მიმართა. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1830
  • გამოჯანმრთელებულია - 1334
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი