
შემოწმებული 1500-მდე სკოლიდან, 81 სკოლა ვერ აკმაყოფილებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ სწავლის გაგრძელების ნებართვა ამ ეტაპზე მხოლოდ 614 სკოლას მისცეს. მისივე ინფორმაციით, შემოწმებულია 10-ზე მეტი უნივერსიტეტი და ყველა მათგანს სასწავლო პროცესის გაგრძელების ნებართვა აქვს.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.
განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავა, ხოლო გუშინ, 9 სექტემბერს მინისტრმა ჩხენკელმა დისტანციური სწავლების წესები დაამტკიცა.