ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

ბათუმში,  უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა -  ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან  შეხვედრას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მათ შეხვედრაზე უარი უთხრეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს.

მოქალაქეებს ქუჩის გადაკეტვის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს – დაკავებულია უსახლკარო შშმ პირი.

გამოცემის ცნობით, პოლიციის მესამე განყოფილებაში შესვლა სცადა დაკავებულის დედამ, მაგული ფუტკარაძემ – ის ცდილობდა შვილისთვის აუცილებელი მედიკამენტები მიეწოდებინა. მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს, სწორედ ამიტომ ქალს ექიმების დახმარება დასჭირდა.

გარდა ამისა,  უსახლკაროებმა დღეს დააანონსეს, რომ 22 მაისიდან უწყვეტ აქციებს  აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იწყებენ.

ცნობისთვის, ბათუმელი უსახლკაროები უკვე ორი წელია, ყოველ ხუთშაბათს მართავენ აქციებს ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობასთან. ამ მოქალაქეების პრობლემის იდენტიფიცირებაზე არც ერთ მათგანს საჯარო არ უმსჯელია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი