სამაგალითო დასჯად ქცეული სასამართლო | რატომ ვერ ტოვებს ლაზარე ციხეს?

გამოქვეყნდა:

სამაგალითო დასჯად ქცეული სასამართლო. რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე შარშან დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ამ დრომდე საპატიმროში რჩება. პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად ის ციხეს ვერ ტოვებს, რადგან მოსამართლე ზვიად შარაძე კანონის ფარგლებში და აშკარად ქართული ოცნების საამებლად მოქმედებს. განაჩენის გამოცხადების მიუხედავად მოსამართლე ყველა ფორმალური პროცედურის ყველა ვადას ბოლომდე იყენებს და შეწყალების აქტის ოფიციალურად ამოქმედების შესაძლებლობას არ იძლევა. 

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად, კანონმდებლობის მიხედვით, მოსამართლეს 5 დღის ვადა აქვს გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, თუ საქმე მოცულობითია. ასეთი შემთხვევებისთვის კანონი 14-დღიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს. მოსამართლე ზვიად შარაძემ, რომელმაც ლაზარე გრიდორიადისს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროცესის გაჭიანურება სწორედ საქმის მრავალი ტომით ახსნა.
 

იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი