სატელეფონო მიმოწერები წაშალეს - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის განხრახ მკვლელობის ბრადლებით დაკავებული "ტოიოტას ქამრის" მგზავრების სასამართლო პროცესი მცხეთის საქალაქო სასამართლში იწყება. მხარეები უკვე სხდომათა დარბაზში იმყოფებიან.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატები მოითხოვენ, დაუშვებელ მტკიცებულებად ცნონ მოწმეთა ჩვენებები და მედიაში გავრცელებული ციხის ვიდეოკადრები.

პარალელურად, შესაძლოა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბარლი წაუყენონ გიორგი შაქარშვილის მეგობრებს, გური ამირხანაშვილსა და ვახტანგ ახვლედიანს, რომლებმაც, საქმის მოწმის, მარიამ ხატისკაცის ჩვენების თანახმად, პირველებმა გაიგეს შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, თუმცა პოლიციაში არ დარეკეს.

სასამართლო პროცესს ესწრებიან დაკავებულების ოჯახის წევრები. ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის დედა ამბობს, რომ  საგამოძიებო უწყებამ მისი შვილისა და 2 სხვა ბრალდებულის, არჩილ გაგნიძისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის მიმოწერები წაშალა.

ტელეფონები წაშალეს თვითონ. გაგნიძისაც, ვახოსიც და რევაზიშვილისაც. არ ვიცი ვინ წაშალა, - ამბობს ჩიქოვანის დედა.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი