
ამირან გამყრელიძე მშობლებს მოუწოდებს, სიცხის შემთხვევაში ბავშვი სკოლაში არ გაუშვან და ექიმს მიმართონ. სკოლების ადმინისტრაციას კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მუდმივი თერმოსკრინინგის ჩატარებას სთხოვს
მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებათ, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს" ამბობს გამყრელიძე.
უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით კი, გამყრელიძე მთავარ რეკომენდაციად პირბადეების ტრებას ასახელებს და სტუდენტებსა და ლექტორებს მოუწოდებს, დაიცვან დადგენილი წესები.
მისივე თქმით, საჭიროა ყოველდღე სველი წესით დასუფთავდეს საკლასო ოთახები დ აუდიტორიები და პერიოდულად ჩატარდეს დეზინფექცია. ასევე აუცილებელი მოთხოვნაა დისტანციის დაცვა.
ამირან გამყრელიძე შესაძლებლობების შემთხვევაში სასწავლო დაწესებუებებს დისტანციური სწავლის მოდელის გამოყენებას სთხოვს:
სადაც შეიძლება დისტანციური სწავლებით ჩანაცვლება, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც ერთად 120-130 სტუდენტი უნივერსიტეტებში და 3-ჯერ მეტი მოსწავლე წავა სკოლებში, თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელების ინტენსიფიკაცია ქვეყანაში“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.