გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მაღაზია გაქურდეს. წაღებულია თანხა და სიგარეტები. ზარალი, საერთო ჯამში, 5 ათასამდე ლარია.
"მთავარმა" მოიპოვა კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს როგორ შედის მაღაზიის ფანჯრიდან დამნაშავე.
ცნობისთვის, გარდაბანში აღნიშნული მაღაზია უკვე მეორედ გაქურდეს.