პოლიტიკას რაც შეეხება, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს! აუღებელი პენალტის დღე დადგება, ქართველი, საღად მოაზროვნე, პატრიოტი ხალხი ერთად დაარტყამს | როინ ქოჩორაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა სოციალურ ქსელში წერს, რომ მის შვილს პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს და იმ საქმეს აკეთებს, რაც უყვარს. მისივე თქმით, მისი ოჯახი სხვის "დაკრულზე" არ ცეკვავს და აკეთებენ ოჯახისა და ქვეყნის საქმეს.

"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შავს და თეთრს ვერ არჩევენ ძალიან მეცოდებიან, გულწრფელად განვიცდი და რატომ? ჩემები ხართ, ქართველები და მაგიტომ! მინდა სწორად აღიქვათ ის რაც ამ ქვეყანაში ხდება!

ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებს რაც მას უყვარს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება!!! გიორგის პოლიტიკასთან არანაირი არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება რომელ მხარეს ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!

ამჟამად კარდენახის ვენახებიდან გწერთ, წარაფი და კარგი ღვინო რომ გვიყვარს, სადღეგრძელოები, იმ ვაზს და ვენახს ვეფერები, (თუ არ მოვუვლით სწორად, მოსავალსაც ვერ მივიღებთ) ესე გავზარდე მე ჩემი ორივე შვილი, თქვენ თუ არ მოგწონთ “ბოდიში” თქვენ ალბათ იმას აკეთებთ რაც მოგწონთ, აკეთებთ იმას რასაც თქვენი გონება ან პატრონები გკარნახობენ! ჩვენ სხვის “დაკრულზე” არ ვცეკვავთ, ვაკეთებთ ჩვენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის საქმეს!

პოლიტიკას რაც შეეხება 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს! ისე სიმბოლური რიცხვია 26! აუღებელი პენალტის დღე დადგება და ამას ქართველი, საღად მოაზროვნე და პატრიოტი ხალხი ერთად დაარტყამს!!!

ცნობისთვის, 10 აპრილს, დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ თქვა, რომ ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი, რომელმაც შვილის შემდეგ თავადაც დაწერა რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტი "ფეისბუქზე" - "ნაცია". ორი დღის შემდეგ კალაძემ თქვა -  "გიორგი ქოჩორაშვილს რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის".

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი