"გიორგი ქოჩორაშვილს რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის" | კალაძე

გამოქვეყნდა:

"გიორგი ქოჩორაშვილს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს. ის რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა და აღნიშნა, რომ "რა და როგორ", ამაზე არ ისაუბრებს.

"რაც შეეხება გიორგის, მე მასზე კომენტარი არ გამიკეთებია. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, რომ საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მასზე - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა და როგორ, ამაზე არ ვისაუბრებ და არც თემას გავშლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ასევე, ევროპის ჩემპიონატზე ბიჭებს უმნიშვნელოვანესი თამაშები ელით. მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ, ყველა პარტიის წარმომადგენელი. პოლიტიკაში ამ ბიჭების გამოყენება უნდათ რადიკალებს, რომ ის სიბინძურე და ჭუჭყი, რაც გააჩნიათ, ფეხბურთელებს შეაწმინდონ. არავის არაფერი გამოუვა. ეს რადიკალები არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, მას ამისთვის პასუხი მოეთხოვება," - ამბობს კალაძე.

ის პასუხობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამის, როინ ქოჩორაშვილის შესახებ დასმულ კითხვასაც და ამტკიცებს, რომ მისი განცხადებით "რადიკალური დაჯგუფებები" გაღიზიანდნენ.

"ვიცით, ვინ გაღიზიანდა ამით - რადიკალური დაჯგუფებები. თუმცა, მე სიახლე არაფერი მითქვამს, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს. ეს ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, რომ მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი," - თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ქოჩორაშვილმა 9 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშის ფოტო გამოაქვეყნა - ბავშვი ევროკავშირის დროშით. პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის "ინსტაგრამ" ანგარიში გაქრა, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა, შემდეგ კი დაწერა :

"საქართველოს გზა ევროპაშია!!!...ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!"

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი