ქუთაისში მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიის აიპის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ააიპ ,,ქუთგანათების" თანამშრომელი კოვიდ 19 - ის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

"ქუთგანათება" მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არ არის განთავსებული, შესაბამის მისამართზე კი დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებმა სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს. დაინფიცირებული პირის კონტაქტებს ტესტირება ჩაუტარდათ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი