სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩაიბარა | შეწყალების აქტის ხელმოწერის შემდეგ, ლაზარე ციხეს დატოვებს

გამოქვეყნდა:

სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე ჩაიბარა. ლაზარე გრიგორიადისი ციხეს სავარაუდოდ დღეს დატოვებს. მას შემდეგ, რაც შეწყალების დოკუმენტს ხელს მოაწერს, 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდა 1 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდება. პროცედურულად, შეწყალებულმა პირმა შეწყალების გამოცემისთანავე საპატიმრო უნდა დატოვოს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება განაჩენის გამოცხადების დღესვე მიიღო, თუმცა  განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი