გიორგი მიქაუტაძე მორიგ სკანდალში | უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს დოკუმენტების სავარაუდო გაყალბებაში ამხელენ

გამოქვეყნდა:

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დოკუმენტების სავარაუდო გაყალბებაშია მხილებული. ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი შოთაძის უწყებისგან ყალბი დოკუმენტებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ყოფილი პროკურორის მტკიცებით, მიქაუტაძის მიერ შემოსავლების შესახებ წარდგენილი დოკუმენტები არ ასახავს მოსამართლის ოჯახის რეალურ, ლეგალურ შემოსავალს. მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ დედა საკუთარი კომპანიიდან ყოველთვიურად 17 000 ლარზე მეტს დივიდენდის სახით იღებდა, თუმცა ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდის მონაცემებით, ეს შემოსავალი გაცილებით ნაკლებია.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი