მოსამართლის გადაწყვეტილებით, პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ სააკაშვილის ჩართვის დასრულების შემდეგ, დარბაზში მყოფებმა სხდომა შეძახილებით - "მონებო", "გაათავისუფლეთ უდანაშაულო პრეზიდენტი" დატოვეს.

მოსამართლის განმარტებით,მსგავსი ქცევები სასამართლოს მიმდინარეობას ხელს უშლის და წესრიგის დაცვის მიზნით, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება.

პიჯაკების საქმის მორიგ სხდომაზე დღეს ჩვენებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აძლევს, რომელიც წარსულში საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი იყო.

აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი