საერთაშორისო ორგანიზაციამ "ციხის საერთაშორისო რეფორმის კავკასიის ოფისის" კვლევამ დაადგინა, რომ ქართულ ციხეში მძიმე მდგომარეობაა. საერთაშორისო მკვლევარები ღიად ამბობენ, რომ ციხეებში ე.წ. მაყურებლები დაბრუნდნენ და ამაზე სასჯელაღსრულების დაწესებულება არ რეაგირებს.
მათი ინფორმაციით, ციხეების უმეტესობაში კრიმინალური სუბკულტურა აღდგა:
"ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან გვახსოვს, სადაც ამ კრიმინალურ ელემენტებს ეძლევათ საშუალება, რომ თავად გადაანაწილონ ჯგუფებში ახლადშემოსული პატიმრები და მათთან მდუმარედ თანამშრომლობს ციხის ადმინისტრაცია. საჭიროა დიდი და პრინციპული რეფორმა", - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.