ცოტნე გამსახურდიას საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს. მანამდე კი პროცესზე საბოლოო სიტყვას დაცვის მხარე იტყვის.
ოჯახი და ადვოკატი ფიქრობენ, რომ სასამართლო დამნაშავეების მიმართ სამართლიანი იქნება და ბრალდებულები უმკაცრესად დაისჯებიან.
გამსახურდიას უფლებადამცველის თქმით, საქმეში ყველა მტკიცებულება არსებობს დაკავებულთა ბრალის დასამტკიცებლად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია გასული წლის 19 დეკემბერს, ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ოთხი პირია დაკავებული. მათ 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
.