სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ბუკა პეტრიაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა. 

 პეტრიაშვილს პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ალექსი პეტრიაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ის 28 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპულ მარშზე დააკავეს. თუმცა, მომდევნო დღეს, 29 მაისს გაათავისუფლეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი