ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის მანძილზე სპეციალისტებმა 1 000-მდე ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და პასუხებს შორის 28 პასუხი დადებითია.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებული კორონავირუსის დაიგნოზის მქონე პაციენტებს უკავშირდება და ძირითადად მათი კონტაქტებია.
ეპიდემიოლოგები კვლავ მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, რაც შეეხება წყაროს, შეგვიძლია ვთქვათ რომ ქუთაისში ახალი კორონავირუსის მასშტაბის გაზრდა ცაგერის კლასტერს უკავშირდება,- განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
დღეს, 11 სექტემბერს კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა ჯერ არ განახლებულა.