საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. 

ადგილზე კარანტინის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბაზის ტრენერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტრენერი, რომლის ინფიცირება რუსთავის კლასტერს უკავშირდება, მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. 

კარანტინში რჩება 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ ტრენერთან. 

რაც შეეხება საჩხერის სამთო მომზადებით ბაზაზე მყოფ პირებს, მათ ტესტირება უკვე გაიარეს, თუმცა კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი