ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დღევანდელ ყრილობაზე არეულობაა მოსალოდნელი. სხდომა ვადაზე ადრე ტარდება და მიზნად ისახავს ოლიმპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტის არჩევას. კანდიდატად დღეს მოქმედი ხელმძღვანელი, "ქართული ოცნების" დეპუტატი ლერი ხაბელოვია დასახელებული.
ხაბელოვის კანდიდატურას პარტია "ლელო" ეწინააღმდეგება. ისინი ხაბელოვს კორუფციაში ადანაშაულებენ და ყრილობის 2021 წლისთვის გადადებას ითხოვენ.
"ლელოში" დარწმუნებულები არიან, რომ ყრილობის ვადაზე ადრე ჩატარება სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიმართ, "ქართული ოცნების" არაჯანსაღ ინტერესზე მიუთითებს, რაც სპორტისა და სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებზე ლერი ხაბელოვის კანდიდატურას სპორტსმენებიც აპროტესტებენ. მათი შეფასებით, არჩევნები დისკრიმინაციული და თაღლითურია.