ავარია ნუცუბიძეზე - დაიღუპა 1 ადამიანი

გამოქვეყნდა:

თბილისში, ნუცუბიძეზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

80 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, ავტომობილის დაჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი