პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე 2 000 ლარით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან გამართული აქციების შედეგად, ორი ღამის განმავლობაში სამართალდამცველებმა 70-მდე პირი დააკავეს, მათ შორის 2 გუშინ. ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. 

მათი უმეტესობისთვის წინასწარი დაკავების  48 საათიანი ვადა დღეს იწურება და დღესვე დაიწყება მათი სასამართლო პროცესები. 

ამ დროისთვის მხოლოდ ერთი დაკავებულის პროცესი გაიმართა, რომელსაც 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. 

აქციის მონაწილე, კახა ფირცხალავა ამბობს, რომ გდდ-ის თანამშრომლებმა ჩიტაძის ქუჩაზე მაშინ დააკავეს, როდესაც ის მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა.

"არც სამხრე კამერის ჩანაწერი აქვთ, არაფერი მსგავსი და აქეთ გაბრალებენ შეურაცხყოფას, გინებას, ფურთხებას, მერე გიტაცებენ, მიყავხარ და გაჯარიმებენ 2 ათასი ლარით. აბსურდი პოლიციელები ჰყავთ მოყვანილი, რომლებიც აქციაზე არ მყავდა ნანახი" ამბობს ფირცხალავა.

ადვოკატის განცხადებით, პოლიციელებმა სასამართლოს უერთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს, თუმცა მოსამართლემ მათი პოზიცია სრულად გაიზიარა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი