"[ენტონი ბლინკენი] ამას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება... რუსულმა კანონმა და "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის ანტიდასავლურმა რიტორიკამ "საქართველო დააყენა საეჭვო ტრაექტორიაზე, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს უქმნის და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას",
- ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი სახდეპში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალიტს ალექს რაუფოღლუს შეკითხვის საპასუხოდ. მის ამ განცხადებას X-ზე სწორედ რაუფოღლუ ავრცელებს.