ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ხალხმა პოზიცია არჩევნებზე უნდა დააფიქსიროს, ეს იქნება რეფერენდუმის მსგავსი არჩევნები | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, გაიწვევენ თუ არა ამ კანონს ისევ, იმიტომ რომ ფართო სურათი ძალიან შემაშფოთებელია. მათ სხვა კანონებიც მიიღეს, მიუხედავად ევროკავშირის რეკომენდაციებისა, რომ ეს გამოიწვევდა ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას. ზოგადად, ერთის მხრივ არის ასეთი კანონები და მეორეს მხრივ ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. დაწყებული მათი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან, დამთავრებული პარტიის რიგითი წევრებით. ისინი აცხადებენ, რომ დასავლეთი, რომელიც წლების განმავლობაში გვეხმარებოდა ქვეყნის აშენებაში, ახლა ცდილობს საქართველოში არეულობის მოწყობას და მთავრობის დამხობას. ეს არის რუსული სტილი.

ეს ნიშნავს, რომ ახლა საქართველო გზაჯვარედინზეა და ის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია, არ მიგვიყვანს ევროკავშირის წევრობამდე. სწორედ ეს იწვევს მასობრივ დემონსტრაციებს საქართველოში. 200 000-მდე ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ეს პროტესტი უკვე 38 დღეა რაც გრძელდება, რადგან არსებობს იმის შიში, რომ ჩვენ ვკარგავთ ძალიან კარგ შანსს და ეს შანსი შესაძლოა მომავალში აღარ გაგვიჩნდეს და ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რადგან ახლოვდება არჩევნები და გარდა ქუჩაში დაფიქსირებული პოზიციისა, ახლა ხალხმა თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს არჩევნებზე, რაც ნიშნავს, რომ ეს იქნება რეფერენდუმის მსგავსი არჩევნები". 

თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euractiv-თან ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი