29 ბათუმის შემთხვევაა, 24 ქუთაისის, 10-ის წყარო უცნობია - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 11 სექტემბერს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 10-ის წყარო უცნობია, 29 ბათუმს უკავშირებდა, 24 კი ქუთაისს.

29 არის ბათუმის შემთხვევბი, 24 გახლავთ ქუთაისს სკოლის შემთხვევები, 12 პაციენტი გახლავთ დადასტურებულთან კონტაქტები, 5 შემთხვევა აჭარაში მოგზაურობის ისტორიით, 4 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 3 სატვირთო მანქანის მძღოლია, 3 შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი, 10 შემთხვევაზე კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის თვალსაზრისით კვლევა გრძელდება, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

მისი განცხადებით, კოვიდ ცენტრებში 536 პაციენტი მკურნალობს, მათგან კრიტიკულად მძიმე 4-ია ხოლო მძიმე 17.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 917;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 354;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი