პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია - დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში ყოველდღიურად მძიმდება. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ამბობს, რომ სავალუტო ბაზარზე პანიკური სიტუაციის შეჩერება შეუძლებელია. 

ევროს კურსი 3.7-ის ნიშნულს აცდა. მაქსიმალური ზღვარი, რაც იმპორტიორ და მწარმოებელ კომპანიებს ჰქონდათ დაჭერილი, იყო 3.10 დოლარის ხოლო 3.6 ევროს შემთხვევაში. ნებისმიერი რყევა გამოიწვევს ფასის ცვლილებას, - ამბობს ჭყონია. 

სიტუაციის გამომწვევ მიზეზად ჩაკეტილი ქვეყანაც სახელდება, რადგან მოცემულ პირობებში ბიზნესს არ შეუძლია სტაბილურ გარემოში ოპერირება, რაც აქტივობას ამცირებს და პირდაპირ იწვევს ლარის გაუფასურებას. 

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 40 ათასი დოლარი გაყიდა. მიუხედავად ამისა, ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ოპოზიციის შეფასებით, "ლარი ხელოვნურ სუნთქვაზეა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი