ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა. განაჩენი ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

2 ბრალდებულს, ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს, რომელთაც გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა, 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. დანარჩენ 2 დაკავებულს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს, რომელთაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად, სასამართლომ 4 და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია გასული წლის 19 დეკემბერს, ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ოთხი პირია დაკავებული. მათ 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი