მუქარა, ადევნება, ზეწოლა - ადვოკატები ქობულეთის სამმართველოს პოლიციელის ქმედებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ბათუმში მოქმედი ადვოკატები პროკურატურას ქობულეთის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების უფროსის, ირაკლი შაქარიშვილის ქმედებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ადვოკატები ირწმუნებიან, რომ შაქარიშვილი ახორციელებს დანაშაულებრივ ქმედებებს, რაც გამოიხატება ერთ-ერთი ადვოკატის მიმართ განხორციელებულ მუქარაში, ადევნებასა და საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლაში.

უფლებადამცველთა განმარტებით, ადვოკატ მერი ცინარიძეს პოლიციელი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

პოლიციელს და ადვოკატს წარსულში უთანხმოება ჰქონდათ, რის გამოც, უკვე 5 წელია, შაქარიშვილი უფლებადამცველს ავიწროებს. ადვოკატები მოითხოვენ, პროკურატურის მხრიდან მოხდეს სამართლებრივი რეაგირება.

ადვოკატების გარდა, ირაკლი შაქარიშვილის მიმართ პრეტენზიები აქვთ რიგით მოქალაქეებსაც. ქობულეთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ შაქარიშვილმა მათ წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა ძალადობრივი ქმედებები და ამ დრომდე მისი საქციელი პასუხგაუცემელია.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი