20 ივნისის დარბევა | სტრასბურგმა სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაუდგინა - საია

გამოქვეყნდა:

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სარჩელი სტრასბურგში გავრილოვის ღამის დროს დაზარალებული მოქალაქეების სახელით 2021 წელს შევიდა. 

ინფორმაციას "საია" ავრცელებს და წერს, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისს დარბევის შედეგად დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეზე, საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაუდგინა

"სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. 

საჩივრები ე.წ „გავრილოვის ღამის“ დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც  სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება. 

დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 26 პირის საქმეზე, საიდანაც  22 პირის ინტერესებს  საია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად აწარმოებდა." აცხადებს ორგანიზაცია.

დეტაებთან დაკავშირებით, "საიაში" 14 საათზე განცხადებას გააკეთებენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი