სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს 153 ათას 600 ევროს გადახდა დააკისრა. ევროსასამართლომ მომჩივნების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს.
სარჩელი სტრასბურგში 26 დაზარალებულის სახელით გაიგზავნა. 22-ის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა პარტნიორ ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" ერთად.
როგორც საიაში განაცხადეს, 22 მომჩივანს შორის აქციის 10 მშვიდობიანი მონაწილეა, 11 მედიის წარმომადგენელი, ხოლო 1 - მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი.
წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებდნენ.
საია აცხადებს, რომ საფუძვლიანად შეისწავლეს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვეს მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, განაცხადა რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები:
"ზემოთხსენებულ დარღვევებთან ერთად, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეებმა ასევე, გამოკვეთა აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, სახელდობრ, აქტიური სპეციალური საშუალებების (მათ შორის, რეზინის ტყვიების) გამოყენების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო, კონკრეტულ შემთხვევებში მკაცრი სიზუსტით არ ადგენს ნორმის ადრესატებისთვის თუ რა შემთხვევაში, როდის, და რა მასშტაბით არის შესაძლებელი ძალის გამოყენება", - აცხადებს ორგანიზაცია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების დარღვევა დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება.
სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
ორგანიზაცია ამბობს, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს დემონსტრაციების ეფექტიანი, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, მართვის პოლიტიკა, რაც მყისიერ სისტემურ რეაგირებასა და გამოსწორებას საჭიროებს.