
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ზაფხულს აჭარის ზღვის სანაპიროზე მყოფი მასწავლებლები PCR ტესტით შემოწმდებიან. ამ ტემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.
დაალოებით 2 100-მდე მასწავლებელია აჭარის ზღვის სანაპიროზე ნამყოფი ამ ზაფხულს, ყველა აღრიცხული გყვას, ყველას გაეგზავნა უკვე შესაბამისი ინფორმაციები. განათლების სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მოგვცეს სიები ვინ იყვნენ აჭარის სანაპიროზე, რომელიც მომატებული რისკფაქტორი იყო წელს და ყველა მათგანის ტესტირება მოხდება დღეს, ხვალ, ზეგ, დაიწყო ეს ყველაფერი, - თქვა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სწავლა საქართველსო 6 დიდ ქალაქში 1 ოქტომბრამდე გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.