მასობრივი ტესტირებით შეგვეძლო ეპიდაფეთქების თავიდან აცილება - ვახტანგ კალოიანი

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდსიტუაციაზე "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ვახტანგ კალოიანმა ისაუბრა. მისი აზრით, ინფიცირების გაზრდილი რაოდენობის თავიდან აცილება მთავრობას მასობრივი ტესტირების დახმარებით შეეძლო. საკურორტო სეზონზე, როდესაც მოსახლეობის მობილობა გაიზარდა, არ ჩატარებულა საჭირო რაოდენობის ტესტირება. გარდა ამისა, ზაფხულში ელემენტარული ნორმების დაცვის კონტროლიც თითქმის არ მიმდინარეობდა.

სწორედ მინიმალური კონტროლის საშუალებითაც კი ხელისუფლებას შეეძლო დღეს არსებული გამწვავებული ეპიდსიტუაცია თავიდან აერიდებინა. მოსახლოების მასობრივი ტესტირება ახლა უკვე დაგვიანებულია. ამის შედეგია, რომ ახლა გვიწევს ათეულობით შემთხვევის მართვა და ეს რიცხვი, შესაძლოა, ყოველდღიურად ასეულებამდეც ავიდეს, - ამბობს ექიმი და "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი, ვახტანგ კალოიანი.

გარდა ამისა, ვახტანგ კალოიანი ფიქრობს, რომ საჭიროა მთავრობის მიერ გრიპის ვაქცინის მომარაგება. ამჟამად მთავრობას 370 000 ასეთი ვაქცინა აქვს. მათი რაოდენობა აუცილებლად უნდა გაზარდოს, რათა გრიპის შემოტევამ ხელი არ შეუშალოს ეპიდსიტუაციის მართვას. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 917;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 354;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი