უკონტროლო ეპიდვითარება - დაიწყო თუ არა ქვეყანაში Covid 19-ის მეორე ტალღა

გამოქვეყნდა:

საქართველომ მწვანე ზონის სტატუსი მას შემდეგ დაკარგა, რაც დღეს, 11 სექტემბერს ქვეყანაში Covid-19-ის კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა. 

ვირუსით დაავადებულთა სტატისტიკამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლად იმატა. მიზეზი მარტივია, იზრდება შემოწმებული ადამიანების რაოდენობა. პრემიერმა დღეს თავად აღიარა, რომ პრიველი ტალღის დროს, მხოლოდ 200-მდე ტესტს აკეთებდნენ, ახლა კი ეს ციფრი ათასებს სცდება. 

მინისტრები და ექიმები კიდევ ვერ შეთანხმდნენ დაიწყო თუ არა მეორე ტალღა. ინფიცირებულთა რადენობის ზრდაზე სპეციალისტები პასუხისმგებლობას მთლიანად მოქალაქეებს აკისრებენ და წესების დაცვისაკენ მოუწოდებენ. 

ეპიდემიის პირისპირ, მოქალაქეებთან ერთად აღმოჩნდნენ ექიმები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსებიც. ჯგუფები, რომელთა გატესტვასაც ხელისუფლება სავალდებულოდ არ თვლის. 

დღეს დადასტურებული 87 შემთხვევიდან 10-ის ინფიცირების წყარო უცნობია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება ვეღარ კონტროლდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი