"სახლში ძალით ჩამომიყვანეს... დაკავებას აქციებზე მონაწილეობას ვუკავშირებ" | უჩა აბაშიძის ცოლი

გამოქვეყნდა:

"სახლში ძალით ჩამომიყვანეს... დაკავებას აქციებზე მონაწილეობას ვუკავშირებ", - ამის შესახებ უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი საუბრობს. ამბობს, რომ პოლიციელებმა საკუთარ სახლში "ძალით ჩაიყვანეს" და ასევე, არ განუმარტეს, რომ ჩხრეკის ორდერში შენიშვნების დაფიქსირების უფლება ჰქონდა.

"ამ ფაქტს პირდაპირ ვუკავშირებ აქციებზე მონაწილეობას. იმის გამო, რომ ჩემი მეგობრები, ჩემი ახლობლები ეწინააღმდეგებიან ამ რეჟიმს. ის, რომ ისინი არიან წინააღმდეგნი და ჩემს პოზიციაც მეც გარკვევით ვაფიქსირებ, გახდა პოლიციის შემოსვლის მიზეზი.

მიზეზი ვერაფერი მითხრეს, ერთადერთი ის, რაც მოსვლისას ჩაწერეს - საუბრობდნენ კიბერ... საიტებზე შეღწევა ან რაღაც მსგავსი, სრული აბსურდი. არაფერი არგუმენტირებული, არც ნაჩვენები.

სახლიდან რაც ჩათვალეს საჭიროდ ის აიღეს. ისეთი რაღაცები ამოიღეს, რაც საქმესთან საქმიანობასთან არაფერ კავშირში იყო", - თქვა უჩა აბაშიძის ცოლმა.

ფოტო: ფორმულა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი