"ქართული ოცნების" აქტივისტი რევაზ ჯურხაძე, რომელიც ხონის მერის ნათესავია, სწორედ მისი გავლენების დახმარებით სოციალურად დაუცველთა ბაზაშია. "მთავარმა" სოციალურ მონაცემთა ბაზიდან დოკუმენტი მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ რევაზ ჯურხაძე სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად იღებს. ოჯახში მისულ "მთავარ არხს" ჯურხაძის შვილმა განუცხადა, რომ მამა მასთან არ ცხოვრობს, არც კარგი ურთიერთობა აქვს და სოციალურ დახმარებას მხოლოდ რევაზ ჯურხაძე იღებს.
ჯურხაძეები მერის გავლენებით, რომ სარგებლობენ ამაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, მერის ნათესავები ხონის ყოფილი მაჟორიტარისა და სუს-ის მოქმედი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის გავლენებით სარგებლობენ.
რატომ მფარველობს ხონის მერი საკუთარ ნათესავებს - ჩვენ ამ კითხვის დასმა ლადო ჯურხაძისთვის გვსურდა. თუმცა, მერი კაბინეტში არ დაგვხვდა, მისმა წარმომადგენელმა კი გვითხრა, რომ ჯურხაძე სამუშაო საათებში კაბინეტიდან გაურკვეველი დროითა და მიმართულებით იყო გასული.
„მთავარი არხი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად იმერეთის სოციალურ სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც სატელევიზიო კომენტარზე უარი გვითხრეს.