ფიზიკური ძალადობის პარალელურად ხელისუფლება დაკავებებს იწყებს. სამხედრო ჟურნალისტი და ბლოგერი უჩა აბაშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. სამოქალაქო პროტესტის აქტიური წევრის წინააღმდეგ გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა- შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს. საქმის სხვა დეტალები ამ დრომდე არ კონკრეტდება. თუმცა გომელაურის უწყების მიერ გავრცელებული კადრებიდან კარგად ჩანს, რომ ბინიდან ამოღებული თოფები და ტყვიები საბრძოლო სპორტული თამაშებისთვის არის განკუთვნილი. აბაშიძის დაკავებას საპროტესტო მსვლელობა მოყვა პარლამენტის მიმართულებით, სადაც ძალოვანებმა განსაკუთრებული აგრესიით აქციის მონაწილეების დაპატიმრებები დაიწყეს, მათ შორი არის მთავარი არხის დილის ეთერის თანაწამყვანი ლევან აბდუშელიშვილი, რომელსაც პოლიცია ფიზიკურადაც გაუსწორდა.