
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტესტირება იქ 273 მოქალაქეს ჩაუტარდა.
11 სექტემბრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ Covid-19-ის 610 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 165 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
საქართველოში კი, ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.