
გურიაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, 4 შემთხვევა ოზურგეთში, ხოლო 2 შემთხვევა ლანჩხუთში დაფიქსირდა. ექვსივე ინფიცირებული უსიმპტომოა და მათი გამოვლენა PCR ტესტირებით მოხდა.
გურიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, 6 ახალი შემთხვევა დღეს, 11 სექტემბერს დაფიქსირებულ 87 შემთხვევაში არ ფიგურირებს.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.