უბედური შემთხვევა უბისა-შორაპნის გზაზე - 60 წლამდე მამაკაცს დეტონატორი აუფეთქდა

გამოქვეყნდა:

უბედური შემთხვევა საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე. მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, კომპანიის 60 წლამდე თანამშრომელს დეტონატორი აუფეთქდა. ის მრავლობითი დაზიანებებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

საავადმყოფოში იმყოფებოდნენ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი