19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრუწლოვანის მამას, თამაზ ხომასურიძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
დაკავებულის ოჯახის წევრები მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლას ითხოვენ. თამაზ ხომასურიძის მამის თქმით, დაკავების შემდეგ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულა. იგი შაქარაშვილის საქმის სასწრაფო გამოძიებასა და რეალური დამნაშავის დასჯას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ თამაზ ხომასურიძე გუშინ მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369(1) მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.