აჭარაში დადასტურებული შემთხვევბიდან 20 ქორწილს უკავშირდება, 22-ის წყარო უცნობია

გამოქვეყნდა:

აჭარაში ბოლო 24 სააათის განმავლობაში 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და რამდენიმე კი კვლევის ფაზაშია. ამის შესახებ მედიასთან კომენტარი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა გააკეთა.

გადანაწილება გამოიყურება შემდეგნაირად, 20-ზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია რიტუალურ ღონისძიებებსთან, ე.წ საქორწილო დარბაზებში ყფონის ფაქტს. დაახლოებით 22 უცნობი შემთხვევაა, პირველწყარო არ ჩანს ჯერ-ჯერობით, 7 არის სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული შემთხვევა, 3 ხოფას კლასტერია, მათ შორის თანამშრომელიც და დადასტურებული ოჯახის წევრებიც, ასევე, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, - თქვა რუსუდან შავიშვილმა.

ექიმის ინფორმაციით, ტურიტული სეზონის დასრულებასთან ერთად ბათუმის ბულვარში PCR ტესტირებისთვის განთავსებული კარვები ნელ-ნელა მუშაობას შეწყვეტენ და ადგილზე მხოლოდ ორი კარავი დარჩება - ხოფის სავაჭრო ცენტრთან და ავტოსადგურთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი