შსს-მ მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა დღეს პირველად დაიწყო

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა დღეს პირველად დაიწყო. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2020 წლის 1 სექტემბერიდან შევიდა.

ინიციატივის მიზანს მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და გაუმჯობესება წარმოადგენს.

ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" უზრუნველყოფს. მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა, ხოლო მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი