ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირებული პოლიციელის ოჯახს იკვლევენ

გამოქვეყნდა:

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლები სოფელ ღარიხევში მუშაობენ, სადაც  კორონავირუსით ინფიცირებული პოლიციელის მშობლებს ტესტირებას უტარებენ.

პოლიციელს, რომელიც ხარაგაულის მკვიდრია და თბილისში მუშაობს, გეგმიური ტესტირების დროს ვირუსი დაუდასტურდა. ის გასულ კვირას, მშობლების ოჯახში იმყოფებოდა. ინფიცირებული პოლიციელი ამავე სოფელში პანაშვიდზეც მივიდა. 

ამ დროისთვის ოჯახი, სადაც პოლიციელი პანაშვიდზე იმყოფებოდა, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. მარინა ეზუგბაიას თქმით, 158 ახალი შემთხვევიდან 87 არის აჭარა, 28 სამეგრელო, 19 იმერეთი, 6 გურია, 18 თბილისი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 075;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 363;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი