"კუთხეში დაგვაყენეს, სადღაც 7 კაცს გვირტყეს", "მარშუტკაში შეგვიყვანეს იქ გვცემეს" | პარლამენტთან ორი დღის წინ დაკავებულებმა იზოლატორი დატოვეს

გამოქვეყნდა:

დღეს გამთენიისას ორი დღის წინ,  პარლამენტთან მიმდინარე ანტირუსული აქციისას დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს. დროებითი მოთავსების იზოლატორი 48 საათის შემდეგ დატოვეს აქციაზე დაკავებულმა აშშ-ის მოქალაქეებმაც.  

ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

"წინ ვიდექით, დამითრიეს ამაში [კაპიუშონი] მეცა ერთი სპეცრაზმელი, გაგვატარეს კალიდორი, გვირტყეს საშინლად, მერე მარშუტკაში შეგვიყვანეს, იქ გვცემეს, ჩემთან ერთად იყო ამერიკელი ერთი რუსი და 6 ქართველი", - ყვება აკაკი ნიკაჭაძე.

ლუკა გვაზავა ყვება, რომ დაეცა, რა დროსაც სპეცრაზმელებმა "შემათრიეს უცებ, მირტყეს, ილანძღებოდნენ, ცუდ სიტყვებს იძახდნენ, ბოლოს ჩაგვსვეს კარგად ნაცემები, ჯერ მანამდე კუთხეში დაგვაყენეს სადღაც 7 კაცი და გვირტყეს, მერე მანქანაში ჩაგვსვეს და მოგვიყვანეს ბოლოს აქ, ამათ სიბოროტეს საზღვარი არ აქვს".

კიდევ ერთი დაკავებული, კახა კვეკვესკირი ყვება, რომ დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მანაც მიიღო - "დაბეჟილი მაქვს მთელი ტანი, ფეხი ვერ დავდივარ, მუხლი მაქვს ძალიან ცუდ მდგომარეობაში". მისივე თქმით, ძირს დაგდებულ დაკავებულებს 10-15 წუთი ურტყამდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი