
ბათუმში, კლინიკა "მედალფას" სამედიცინო პერსონალმა აქცია გამართა. ისინი საავადმყოფოს კოვიდცენტრად გადაკეთებას ეწინააღმდეგებიან და პაციენტების მიღებაზე უარს ამბობენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით მათ უკვე მოიხადეს ქვეყნის წინაშე ვალი და კორონა ვირუსის მქონე პაციენტების მიღებას მხოლოდ ხელფასებისა და პრემია დანამატების მიღების შემთხვევაში დათანხმდებიან.
კლინიკის ხელმძღვანელობისთვის აქციის მონაწილეების მოთხოვნები გაუგებარია. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან მიიღონ კოვიდ ინფიცირებული პაციენტები და პერსონალი ჩაანაცვლონ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო სხვადასხვა კლინიკების კოვიდ ცენტრებად გადაკეთება იგეგმება. მათ შორისაა კლინიკა "მედალფაც".
აჭარაში ბოლო 24 სააათის განმავლობაში 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 20 ქორწილს უკავშირდება, 22-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. მარინა ეზუგბაიას თქმით, 158 ახალი შემთხვევიდან 87 არის აჭარა, 28 სამეგრელო, 19 იმერეთი, 6 გურია, 18 თბილისი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.