არსებული ინფორმაციით, გალში ანტირუსული აქციების მონაწილე სტუდენტები დააკავეს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალში სტუდენტები დააკავეს, რომლებიც  თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდნენ.

გავრცელებული ცნობებით, ახალგაზრდები რეჟიმმა საკუთარი სახლებიდან აიყვანა. გამოკითხვაზე იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრებიც. 

არსებული ინფორმაციით, დაკავებული ახალგაზრდები თბილისის სხვადასხვა  უნივერსიტეტების სტუდენტები არიან. 

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 


ავტორი: ემა გოგოია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი