რეპრესიების ახალი ტალღა | ანტირუსული აქციის მონაწილეებს სასამართლოში იბარებენ

გამოქვეყნდა:

აქციის მონაწილეებს სასამართლოში იბარებენ - დემონსტრანტებს ტელეფონზე ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მათ ადმინისტრაციული კოდექსი დაარღვიეს და პირდაპირ სასამართლოს სხდომათა დარბაზში იბარებენ. სავარაუდოდ, საქმე ეხება 24 აპრილს, პარლამენტიდან ევროპის მოედნამდე გამართულ მსვლელობას. ყოველგვარი გამოძიებისა და მოკვლევის გარეშე ჩანიშნულ პროცესებს უფლებადამცველები უხეშ კანონდარღვევად და რეპრესიების ახალ ტალღად აფასებენ. 

იმავდროულად, პოლიციამ ორი ახალგაზრდა დააკავა, რომლებსაც პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი