ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, მაღაზია გატეხეს. ობიექტიდან ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა თამბაქო წაიღეს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"მთავარ არხის" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი