ვერცხლისებრი ევკალიპტისგან დამზადებული ანტიბაქტერიული ხსნარი - მოროშკინას საჩუქარი ინფექციურ საავადმყოფოს

გამოქვეყნდა:

ინფექციურმა საავადმყოფომ ლალი მოროშკინასგან საჩუქრად ევკალიპტისგან დამზადებული ანტიბაქტერიული ხსნარი მიიღო. კორონავირუსის საგანგაშო სტატისტიკის ფონზე, ამ ფაქტს ინფექციურმა საავადმყოფომ სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა. 

"მოულოდნელი საჩუქარი არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს" თავმჯდომარე ლალი მოროშკინასგან, რომელმაც კლინიკაში ვერცხლისებრი ევკალიპტისგან დამზადებული ანტიბაქტერიული და სადეზინფექციო ხსნარი მოიტანა. პროდუქცია ქართულია და 100%-ით ნატურალური. მადლობა! სიკეთე გადამდებია..." - წერია ინფექციური საავადმყოფოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 075;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 363;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს მიუახლოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი