"არ ააშენო შენობები! მოხსენი კედელი!" - საპროტესტო აქცია ნუცუბიძის ქუჩაზე

გამოქვეყნდა:

"არ ააშენო შენობები! მოხსენი კედელი! - ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებმა უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს.

ამბობენ, რომ m2-ის შვილობილი კომპანია "ბექა ქონსტრაქშენი" მრავალსართულიან კორპუსებს აშენებს, რის გამოც გაჩეხა ხეები და მოსახლეობა მწვანე სივრცის გარეშე დარჩა.

იმდენად ილახება აქ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, რომ გაგვიუქმეს სახლებამდე მოსასვლელი სერვიტუტით დატვირთული ერთადერთი გზა. შედეგად ჩვენ სახლებამდე სახანძროს და სასწრაფოს მისვლა ვეღარ ხერხდება, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მოსახლეობა ამბობს იმასაც, რომ ადგილი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, იმდენად მჭიდრო დასახლებაა, რომ ბავშვებს გასართობი ზონისა და ეზოს ნაცვლად ორი მაღალსართულიანი კორპუსი ექნებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი