ყალბია თუ არა ბრილიანტები? - თეთრი ნახშირი შავი ბრილიანტის ნაცვლად

გამოქვეყნდა:

მაღაზია "ფრანკო ფონტანას" VIP კლიენტი თაღლითობაში ადანაშაულებს. ნატალია ქინგის მტკიცებით, შავი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც მან 2018 წელს 6000 ლარად შეიძინა, ყალბია. ოქროს ბირჟაზე შესაკეთებლად წაღებულ ნაკეთობაზე იუველირმა უთხრა, რომ შავი ბრილიანტი უბრალოდ ნახშირი იყო, მეორე ძვირადღირებული ბეჭედი კი საშუალო ხარისხის აღმოჩნდა. 

ნატალია ქინგის ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭდის გადამოწმება ჩვენც ვცადეთ. წავედით იუველირებთან. აპარატმა, რომელიც ძვირფას ქვას ამოწმებს, თქვა, რომ შავი ბრილიანტი ბრილიანტი არ არის. 

ბრალდებას, რომ შავი ბრილიანტი ყალბია, კომპანიაში უარყოფენ. ამბობენ, რომ ნატალია ქინგი განზრახ ცრუობს. კომპანიის დირექტორი ეჭვობს, რომ მათ ყოფილ VIP მომხმარებელს შესაძლოა კონკრეტული კომპანიები "ფრანკო ფონტანას" სახელის შესალახავად იყენებენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი